აჭარაში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი მორიგი საწარმო გაიხსნა

მიმდინარე წელს აჭარაში ციტრუსისი სეზონზე კიდევ ერთი ახალი ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელ-შემფუთავი საწარმო გაიხსნა, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის პროგრამის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა’’ საგრანტო პროგრამის ფარგლებში 88 0000 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობუს სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს, საწარმოში ციტრუსის მიღებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე აგროსერვის ცენტრის დირექტორთან გოჩა ბერიძესთან ერთად დაესწრო.

“ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც ევროსტანდარტების მოთხოვნებს პასუხობს.

აღნიშნული საწარმო 24 საათის განმავლობაში შეძლებს 40 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხებას და პარაფინირებას. საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ხდება ევროსტანდარტების მიხედვით, პალეტებად შეკრულ 12 კილოგრამიან ტევადობის პლასმასის ყუთებში.

საწარმო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 500 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფს, რომელიც რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის ბაზარებზე იქნება ექსპორტირებული. საწარმოში 60-მდე ადამიანია დასაქმებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები