აჭარის ლაბორატოიულმა კვლევითმა ცენტრმა ISO-ს ახალი სერთიფიკატი მიიღო

სოფლის მურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი გიორგი სურმანიძე, მოადგილე ირმა აფხაზავასთან ერთად, სსიპ – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრში იმყოფებოდა.
მათი ცნობით, მინისტრი ლაბორატორიის საქმიანობას ადგილზე გაეცნო და თანამშრომლებს, ლაბორატორიის აკრედიტაციის ახალი ISO სტანდარტის მინიჭება მიულოცა.
“სსიპ ლაბორატოიულმა კვლევითმა ცენტრმა, აკრედიტაციის ახალი საერთაშორისო სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 მოთხოვნების შესაბამისი სტატუსი მიიღო, აკრედიტაციის ვადად განისაზღვრა 2025 წელი.
აკრედიტებული პარამეტრებითა და კვლევის საერთაშორისო მეთოდებით, ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო ერთ- ერთი საუკეთესოა საქართველოში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები