გორის მერიაში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოტოგამოფენა მოეწყო

გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„გამოიფინა თორმეტი წარმატებული შშმ პირის ფოტო. მათ შორის მოხვდნენ ის ადამინებიც, რომლებიც ადგილობრივ თვითმართველობაში არიან დასაქმებულები. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებერებულ ორგანიზაციებში 8 შშმ პირი მუშაობს.

გამოფენა პროექტის „ჩვენი ხმის ფარგლებში“ ხორციელდება. პროექტს გორში მოქმედი ორგანიზაცია „კეთიდღეობისა და განვითარების ცენტრი“ პორონურ ფონდთან „VEDRA” – თან ერთად ახორციელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე ღონისძიების ორგანიზატორებს შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომლის მიზანიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა იქნება. საჯარო მოხეელებმა სტუმრებს გააცნეს ის პროექტები და პროგრამებიც, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში შშმ პირების თანაბარი შესაძლებლოების უზრუნველსაყოფად და მათი რეაბილიტაციისთვის ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები