ბათუმის საკრებულოში კვორუმი არ შედგა – სხდომა დახურულია

ბათუმის მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც „ნაციონალური მოძრაობისა” და „ლელოს” წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის გამოც კვორუმი არ შედგა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ისინი “ქართულ ოცნებასთან” არ ითანამშრომლებენ და ახალი მოწვევის საკრებულოში უფლებამოსილება მხოლოდ იმის გამო სცნეს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეჩერებულიყო.

დღევანდელ სხდომას ნერიმაბ ცინცაძე უძღვებოდა. მისი განცხადებით, თუ მომდევნო სხდომებზეც არ შედგა კვორუმი, დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი დადგება.

„დღეს მქონდა განცდა ცოტა წინ წაწევის. იძულებული გავხდით სხდომა დაგვეხურა, რადგან კვორუმი არ შედგა. თუ ასე გაგრძელდა ორი, სამი სხდომა, ალბათ, ვადამდელ არჩევნებამდე მივალთ. ჩემთვის არის მისაღები ყველა საკითხი განხილული იყოს და კომპრომისამდე მივიდეს. არ შედგა კვორუმი და სხდომა დაიხურა”, – აცხადებს ნერიმან ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები