“საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის” ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტაჟირების კურსი დასრულდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის ქვეპროგრამის “საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის”-  ფარგლებში, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში ანაზღაურებადი, ექვსთვიანი სტაჟირება გაიარა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ათმა სტუდენტამა და კურსდამთავრებულმა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეპროგრამა მიზნად ისახავს,სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

“დღეს,სტაჟიორებმა შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და პროფესორ- მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მინისტრმა და რექტორმა, სტუდენტებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები