ხმაური ბათუმის საკრებულოში – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს

ბათუმში ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს სიტყვით გამოსვლის თხოვნაზე უარი მიიღეს.

სიტყვა ასევე ითხოვა გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის დამ, ახალი მოწვევის დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ, მან მისი ძმის გარდაცვალების საქმის გამოძიება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა.

საბოლოოდ საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ბათუმის საკრებულოს სხდომა დავტოვეთ პროტესტის ნიშნად. ის არ გამოხატავს ხალხის ნებას. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, შანტაჟისა და მოსყიდვის გზით საკრებულოში გადაიბირეს პირი, ასევე, ზეწოლისა და შანტაჟის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა. ჩვენ დღევანდელ სხდომაზე იმიტომ მოვედით, რომ წინა მოწვევის საკრებულოს უარი ვუთხრათ”, – განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები