შიდა ქართლში 12 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, 5000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ოსიაურისა და შაქშაქეთის ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის 12 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ქარელისა და ხაშურის 10 სოფლის (ოსიაური, ზემო და ქვემო შაქშაქეთიბრეთი, წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბებნისი, რუისი და ურბნისი) სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა.

სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები