ზესტაფონში ბავშვთა პარასპორტის განვითარება იგეგმება

ბავშვთა პარასპორტის განვითარების შესახებ ისაუბრეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების მთავარი მიზანი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით, ყველა საჭირო სერვისიის განვითარებისთვის ზრუნვა, მუნიციპალიტეტში წარმატებული პროგრამების დანერგვა და განხორციელება გახლდათ, რომელთა შორისაა „ბავშვთა პარასპორტის“ განვითარება.
„ის, რომ კალენდარზე 3 დეკემბერი აღინიშნება, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, თითოეულ ჩვენთაგანს გვახსენებს იმას, რომ ერთად ვიზრუნოთ მათი ყოველდღიური ცხოვრება ადაპტირებული იყოს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ღონისძიების მასპინძლები ვართ და ერთად განხორციელებული, წარმატებული პროგრამებით, ნამდვილად შევცვლით მათ ცხოვრებას“, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ზურაბ ტატანაშვილი, ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟანა ფერაძე და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები