შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ბათუმში, შტორმის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა.  როგორც ბათუმის  ბულვარის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

“უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა, ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. “აკვაპარკი”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები. სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება”,- განაცხადეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები