კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში საგარეჯოს სოფლებში მობილური ჯგუფები განთავსდა

კახეთის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება.

ამჯერად, მობილური ამცრელი ჯგუფები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – გომბორისა და უჯარმის ამბულატორიებში განთავსდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია განახორციელეს. ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, COVID -19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კახეთში აცრის მსურველ მოქალაქეებს ადგილზე შევუქმნათ ვაქცინაციის ჩატარებისთვის საჭირო სერვისი, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პენსიონერი მოქალაქეები ვაქცინაციის პარალელურად მიიღებენ ფულად დანამატს”- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.
“სოფლები- გომბორი და უჯარმა მაღალმთიანი დასახლებებია, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ადგილზე მობილური ჯგუფის ჩამოსვლა და აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების მხრიდან დაინტერესება ვაქცინაციის ჩატარებისთვის საკმაოდ მაღალია”- აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები