“ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ, მართვის სადავეები” – ნიკა მელია ბათუმში ჩავიდა

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ, მართვის სადავეები  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბათუმში, სადაც ოპოზიცია საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებს, ჩასვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა შედეგის მომტანი იქნება.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან. მესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ერთ საათში ან ნახევარ საათში, 20 წუთში უნდა, რომ რეჟიმი დაეცეს. დიახ, მეც ძალიან მინდა, რომ 5 წუთში დაეცეს, მაგრამ რასაც ვაკვირდები და ვხედავ, ეს რეჟიმი ეცემა. ამ რეჟიმის დაცემა ჩვენთვის შუალედური ამოცანაა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ, მართვის სადავეები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სახელმწიფოს განვითარება დავიწყოთ ისე, რომ სისხლი არ დავღვაროთ. ამ სისხლს ჩვენ არ ვღვრით, სამაგიეროდ, რეჟიმი სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაშია. მე არც კონკრეტულ ვადას ვასახელებ და არც თარიღს, რასაც ვამბობდი, იგივეს ვამბობ – ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“,-განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავდნენ. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები