“აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას” – ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახი ზეწოლას უარყოფს

ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის რძალი – გურანდა ბერიძე აცხადებს, რომ მის ოჯახზე ზეწოლა და შანტაჟი არ მიმდინარეობდა.

“მე არ ვიცი რა თქვეს, არანაირი ზეწოლა ჩვენზე არ ყოფილა, ახლა არ მინდა ვისაუბრო ტელევიზიით, მაგრამ ოჯახი აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას”, – ამბობს გურანდა ბერიძე.

მისივე თქმით, ფუტკარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ავადმყოფობდა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს მათი პარტიიდან, ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ, ასლან აბაშიძის დროინდელი ძალოვანები 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. “ნაცმოძრაობამ” დღეს აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა, სადაც მათი მტკიცებით, ვაჟა თაბაგიძის და ბადრი ბაკურიძისა და ნუგზარ ფუტკარაძის საუბარი ისმის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები