გორის მერმა ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.

როგორც „კვირას“ გორის მერიიდან აცნობეს, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, მერიამ ესეების კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სამი გამარჯვებული შეირჩა.

„პირველი ადგილი სკოლა „ეისის“ მოსწავლემ სალომე ლომიძემ დაიკავა. გამარჯვებულებს გორის მერიის მხრიდან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ. ასევე თავისი ფავორიტები დააჯილდოვა „მეცნიერებათა სკოლისა“ და კოლეჯ „ამაგის“ დამფუძნებელმა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების საბაზო – საშუალო აფეხურის 112 – მა მოსწავლემ.

საუკეთესო 11 ესეს გორის მერია კრებულის სახით დაბეჭდავს“, – აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები