200-ლარიანი დანამატების გაცემა დაიწყო – გორის მუნიციპალიტეტში პენსიონერები კუთვნილ თანხას იღებენ

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემა დღეიდან დაიწყო. მოქალაქეებს კუთვნილი დანამატის მიღება მთელი ქვეყნის უკვე მასშტაბით შეუძლიათ.

მთავრობის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში 200-ლარიანი დანამატის  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევშიც მიმდინარეობს.

დღეს მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებმაც პირველადი აცრა 8 ნოემბრის შემდეგ ჩაიტარეს დანამატის მისაღებად მივიდნენ.

ცნობისთვის, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ჩაერთვებიან, დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები