გურჯაანში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, კახეთის რეგიონში საპილოტედ გურჯაანის მუნიციპალიტეტი შეარჩია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანში ვაქცინაციის მარათონი დღეიდან აქტიურად დაიწყო.

მოსახლეობას COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში შეუძლია. ვაქცინაციის აქტიური კამპანია სოფელ ვაჩნაძიანიდან დაიწყო. პრემიერ-მინისტრის მიერ პენსიონერებისთვის დაანონსებული წამახალისებელი ფულადი ჯილდო მოტივაცია აღმოჩნდა უამრავი ადამიანისთვის, რომლებმაც აცრის პუნქტებს მიაკითხეს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ლილუაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი.

ვაქცინაციის მარათონის მიზანია, წლის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყოს აცრილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები