„უფასო წრეები სოფლის საჯარო სკოლებში, გამარჯვების შემდეგ ამ დაპირების ასრულება მალევე უნდა დავიწყოთ“ – გოგა გულორდავა

უფასო წრეები სოფლის საჯარო სკოლებში. ეს არის ერთი-ერთი გეგმა, რომელიც ჩემი გამარჯვების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, გოგოა გულორდავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე მიეცეთ საკუთარი ნიჭისა და უნარჩვევების აღმოჩენა-გაძლიერების შესაძლებლობა.

“ჭადრაკის, ინგლისურის, თანამედროვე და სპორტული ცეკვების, ხატვის და სხვა წრეების დაფინანსების საკითხს პირადად ჩავუდგები სათავაში. მე, 2013 წლიდან პოლიტიკური პრიზმიდან ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებებს, სურვილებს. მუდმივ საქმიან ურთიერთობებში ვიყავი და ვრჩები სფეროდ ადგილობრივ ექსპერტებთან. შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელი ვიყოთ ადექვატურები მოსახლოების მოთხოვნებთან და ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე მიეცეთ საკუთარი ნიჭისა და უნარჩვევების აღმოჩენა-გაძლიერების შესაძლებლობა. ამისთვის, აუცილებელია, რომ 30 ოქტომბერს გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“ -განაცხადა გოგა გულორდავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები