ლანჩხუთში 42-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი დააჯილდოვეს

პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად თითო მუნიციპალიტეტში ერთ პედაგოგს აჯილდოებს.
ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, წელს ქალაქის მესამე საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ყოფილი პედაგოგი ნარგიზ თევზაძე დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლაში ჩატარდა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული  გიორგი ურუშაძე, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, 42-წლიანი გამოცდილებით, ნარგიზ თევზაძეს სამკერდე ნიშანი და სიგელი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები