სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სასწრაფო დახმარების 2 ახალი შენობა გაიხსნა

დღეიდან, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში განთავსება თანამშრომლებს პირადად მიულოცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და საჭირო ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი.
“სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება მთავრობის პრიორიტეტია. საქართველოში არსებული სასწრაფო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები რეფერალური მანქანების დონეს შეესაბამება. ეს პაციენტების გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი შემდეგი ეტაპი, სამედიცინო პერსონალში გადაუდებელი სწავლების დანერგვაა, რაც სამეციცინო მომსახურეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შენობის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ.
სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები