სამუშაო შეხვედრა ამბროლაურის მერიაში – რა თემები განიხილა ზვიად მხეიძემ სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე სამსახურების უფროსებმა განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.

“განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამები, ზამთრის მოსამზადებელი სამუშაოები, და ამ დროისთვის არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საუბარი შეეხო კოვიდ-19-სა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესსაც. ამბროლაურის ჯანდაცვის ცენტრის გარდა, ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გახსნილია სოფელ ჭრებალოშიც. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, როგორც ჯავშნით ასევე ადგილზე რეგისტრაციის გამოყენებით და მიიღონ მომსახურება შეფერხების გარეშე.

მერმა, სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები