დავით ჩიკვაიძემ ონის მერის რანგში ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

25 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მერის რანგში ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე,
“შეხვედრაზე მერმა ისაუბრა ონის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და სხვა მნიშვნელოვანი თემებზე.
შეხვედრის დასასრულს დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ამ დროის მანძილზე გაწეული სამაგალითო თანამშრომლობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ყოველთვის დარჩება ონის და ონელების ერთგულ მეგობრად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები