“ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან” – რას ყვება სკოლის დირექტორი ბათუმში არასრლუწლოვნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

ბათუმში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე იმ სკოლის დირექტორი საუბრობს, რომლის მოსწავლემაც დაპირსპირება გადაიღო. დირექტორი მომხდარს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ შემთხვევა სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე არ მომხდარა.

როგორც სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტის გაცნობიდან მალევე მომხდართან დაკავშირებით ის შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა.

“მივმართე, ვისაც შემეძლო – სამინისტროს, რესურსცენტრს, ფსიქო-სოციალური მომსახურების სააგენტოს. გავაკეთეთ რეფერალი. ბავშვეთან იმუშავებენ ფსიქოლოგები. რაც მოხდა, იმაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.

ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. უფრო დიდია მიზეზი, ვიდრე მე შეიძლება 1 წინადადებით ვთქვა. ამიტომაც ფსიქომომსახურების სააგენტოს იმიტომაც მივმართე, რომ ამ ბავშვებთან იმუშაონ ფსიქოლოგებმა,” – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ცნობისთვის, ბათუმში მერვე კლასის მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, ვიდეო გადაუღეს და Tik Tok-ზე განათავსეს. კადრებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, ასევე არასრულწლოვნები 13 წლამდე გოგოს აგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები