ლევან ანდრიაშვილი: მოსახლეობის განწყობა კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში,რომ 30 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას გავიფორმებთ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია ,,ქართული ოცნების,,  თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მერობის კანდიდატი თელავში, მაწანწარას და კავკასიონის ქუჩების, ასევე სოფელ კურდღელაურის და შალაურის  მაცხოვრელებს შეხვდა.
,,მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განვაგრძობთ, მათი  სურვილების უმეტესობა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ინფრასტუქტურული საკითხების მოგვარებას უკავშირდება. ჩემთვის, როგორც მომავალი მერისთვის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებთან ერთად მთავარი პრიორიტეტია ახალი რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების  მოწყობა,ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. მოსახლეობის განწყობა კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში,რომ 30 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას გავიფორმებთ,,- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები