ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილები არიან დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში აჭარის ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ავქვეყნებს.
ღვთისმშობლის შობის ტაძარში 4 ადამიანია დასვენებული. მათ დღეს დაკრძალავენ.
მაშველების სამძიმრის ფოტოებს “ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია ავრცელებს.