ბათუმში მაშველებმა ნანგრევებში ქალი და 2 ბავშვი იპოვეს

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში ქალი და ბავშვები ცოცხალი იპოვეს. რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში კი ადგილობრივმა ჟურნალისტმა თქვა, რომ  ნაპოვნი 3 ადამიანისთვის მაშველებმა სასუნთქი აპარატი მოითხოვეს.

მანამდე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. უკვე დამონტაჟებულია ღამის განათება და მოწყობილია სამხედრო კარავიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები