ხმების ხელახალი გადათვლის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოში “ნაცმოძრაობამ” უმრავლესობა დაკარგა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

საოლქო საარჩევნო კომისიამ 7 ოქტომბერს, საღამოს 11 საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა „ქართული ოცნების“ საჩივარი ზუგდიდის #11-ე მაჟორიტარული ოლქის 4 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.

პირველადი შედეგებით, ენმ-ის კანდიდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატს 2 ხმით უგებდა, თუმცა ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადათვლის/გადამოწმების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ მოემატა რამდენიმე ხმა, რითაც პარტიამ ამ ოლქში უპირატესობა მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები