უფლისციხეში სასმელი წყლის მოწყობა მიმდინარეობს

უფლისციხეში სასმელი წყლის პრობლემა აღარ იარსებებს. სასმელი წყლის პროექტი უკვე დაწყებულია, პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოების ღირებულება 734 500 ლარს შეადგეს და 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი საქლორატოროთი, წყალსადენის მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
ათეული წლებია სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ 250 – მდე ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები