ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში – სალხინოს მამათა მონასტერში ახლად დანიშნული ეკონომოსის მისვლას დაპირისპირება მოჰყვა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახლად დანიშნული ეკონომოსის მისვლას სალხინოს მამათა მონასტერში დაპირისპირება მოჰყვა.

მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ ორი დღის წინ განკვეთილ ყოფილ საეკლესიო მსახურებსა და ეკონომოსს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდე ეკონომოსმა, ტარიელ რუხაძემ, ასევე განკვეთილმა სასულიერო პირებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

სალხინოს, წაჩხურუსა და ბალდის მონასტრებში ახლად დანიშნული ეკონომიკური და ადმინისტრაციული საკითხების დროებითი განმკარგავი ტარიელ რუხაძე აცხადებს, რომ მონასტრებში არსებულ სიტუაციას ეცნობა და სწავლობს. მისივე თქმით, სალხინოში მისვლა ემსახურებოდა მხოლოდ არსებული მდგომარეობის შესწავლას. როგორც ეკონომოსმა აღნიშნა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით​, განკვეთილი ყოფილი საეკლესიო პირები ქონების დალუქვას არ დათანხმდნენ და აპირებენ, თვითონ მოუარონ იქაურობას.

თავის მხრივ, განკვეთილი პირები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან არანაირ ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს. ისინი არ აპირებენ კელიების დატოვებას. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები