გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ დაამზადა 2 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქანი და მისი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალის მიმდებარედ კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები”,- ნათქვამია ინფორმაციში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები