ავთანდილ თალაკვაძე – ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, წვერმაღალას პარკში ახალგაზრდებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს ის გეგმები გააცნო, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განახორციელებს.

„ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და საინტერესო შეხვედრა შედგა ახალგაზრდებთან. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა სტარტაპ პროექტების დაფინანსებით; პროფესიული განათლების მხარდაჭერა გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ღონისძიებები; სპორტული პროექტები და მეტი ჩართულობა სპორტში – ამ და სხვა ინიციატივებზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე, განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომელსაც მალე ერთად გავაცნობთ საზოგადოებას. ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. წარმატებები ახალ თაობას!“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები