ვახტანგ მაისურაძე: ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია

,,ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის რეგიონების თანაბარი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2012 წლიდან რეგიონებში ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი ინვესტიცია ჩადო, ხელი შეუწყო დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას. განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სახელმწიფო პროგრამები დღითიდღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება – განაცხადა ,,ქართული ოცნების” კასპის მერობის კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენაზე.
მერობის კანდიდატის თქმით, კასპის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს ტურიზმის სფერო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
,,ჩვენი რეგიონი მდიდარია სოფლის მეურნეობის კუთხით, შესაბამისად ხელი უნდა შევუწყოთ ფერმერული მეურნეობის განვითარებას. კასპის მუნიციპალიტეტში უამრავი ისტორიული-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც ტურისტების დიდი ინტერესს იწვევს, იმ პოტენციალის გათვალისწინებით რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს გააჩნია, კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს ტურიზმის სფერო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების დასაქმება, განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა. მე ამ რაიონის მკვიდრი ვარ, მიმუშავია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე და კარგად ვიცი, ჩვენი ქალაქის, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, – მათი გადაჭრის გზები. მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომავალშიც გაგრძელდება გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლების სისტემები მოწესრიგება. სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დიდი ყურადღება მიექცევა ეკოლოგიის მიმართულებას. კარგად მესმის მრავალი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი, მაგრამ ჩვენ ვართ კომპეტენტური, ერთიანი, ძლიერი გუნდი. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე, არსებული პრობლემების, გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია” – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენისას.
მერობის კანდიდატმა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: თამაზ ტატანაშვილი, მეგი თათრიშვილი, ლევან გახელაძე, ბადრი ჯანიაშვილი, მაია კაციაშვილი, შოთა ბეგლარაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნუკრი მიდელაშვილი, ალვერ შუკაკიძე, ქიტესა ხოდელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები