გახარიას პარტია ყაზბეგში ორმა წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყაზბეგის რაიონული ორგანიზაციის ორმა წევრმა დატოვა.
კერძოდ, პარტიული სიის მეორე ნომერმა, მზია ჩქარეულმა და მეცამეტე ნომერმა თინა გუჯარიძემ. გახარიას პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ორივე მათგანმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება. აქვე აღსანიშნავია, რომ მზია ჩქარეული იყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა კერესელიძის ყაზბეგის ბიუროს წევრი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები