სამეგრელოში გახარიას პარტია მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის რღვევა სამეგრელოში გრძელდება. პარტია “საქართველოსთვის” ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ დატოვა. მან კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

მანამდე გახარიას გუნდი ჩხოროწყუშიც დატოვეს, 6 სექტემბერს გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ალექსანდრე მოწერელიას ბიურო დატოვა მისმა თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ, მანამდე კი ლათათიას მსგავსად პროტესტის ნიშნად ბიუროდან წავიდნენ სალომე პაპავა და  გოგა თოლორდავა. გახარიას პარტიას პროპორციული სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბოლო დღეებია მთელი საქართველოს მასშტაბით მასიურად ტოვებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები