ჩხოროწყუში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ჭოღაში მდინარე ოჩხამურის ხიდიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები