აბაშაში დაკარგული მამაკაცი ორდღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ სენაკში იპოვა

პოლიციამ აბაშაში დაკარგული მამაკაცი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მამაკაცი სენაკში იპოვეს, იგი თავს კარგად გრძნობს.

აბაშაში თხილის საკრეფად წასული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. მას პოლიციასთან ერთად დილიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც ეძებდნენ.

საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც სოფელ მარანში თხილნარის ტეტრიტორიაზე, სადაც ის რამდენიმე ადამიანთან ერთად თხილის საკრეფად იყო წასული, ასევე ახლომდებარე ტბაშიც, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის ძიებაში მყვინთავებიც ჩაერთვნენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სენაკში ნათესავთან იმყოფებოდა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები