9 ივლისამდე შედარებით აგრილდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +27, +32 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6 ივლისს +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 6 ივლისიდან საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 ივლისს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი შედარებით აგრილდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები