გოგიტა ხიმშიაშვილი მკლავჭიდში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მკლავჭიდში ,,ოქროს ლომი”, შუახევის მუნიციპალიტეტის სპორტსმენმა გოგიტა ხიმშიაშვილმა 78 კგ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

“4 გზის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი, გვჯერა, არაერთხელ ასახელებს ჩვენს მუნიციპალიტეტს და ქვეყანას”, – განაცხადა ომარ ტაკიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები