გიორგი გუგუჩია: ქალაქის ქუჩების გარდა ამ ეტაპზე ზუგდიდის სოფლებში 9 გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა სოფელ კახათში წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის დაგების სამუშაოები, არსებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან და მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

„რეგიონის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ამჯერად ვიმყოფებით სოფელ კახათში, სადაც წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს, ამ ქუჩაზე არასდროს ყოფილა ასფალტირებული გზა და გადაადგილების დროს მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და მალე ადგილობრივები ახალი გზით ისარგებლებენ. ქალაქის ქუჩების გარდა ამ ეტაპზე ზუგდიდის სოფლებში 9 გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას ვახდენთ.

კახათში წმინდა ნინოს ქუჩის სიგრძე 2,5 კილომეტრია, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ხორციელდება. ახალი გზის სამუშაოებისთვის 735 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები