კახეთში „მოყვარულთა თასის” გათამაშება დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატში „მოყვარულთა თასის” გათამაშებაში ჩაერთო.
მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, თასის გათამაშება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.
„ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდი უკვე დაკომპლექტებულია და მონაწილეობას, კახეთის ჩემპიონატში მიიღებს. რეგიონის გამარჯვებული მუნიციპალიტეტის გუნდი, საქართველოს ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებისათვის იბრძოლებს. მინდა ჩვენს გუნდს წარმატებები ვუსურვო“ – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები