მარტვილელი ნიკა ბაღიშვილი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

13-14 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკაში, გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლემ ნიკა ბაღიშვილმა (მწვრთნელი დათა წულაია).

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიკას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები