ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. 

ხობის მუნიციპალიტეტში, დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
სოფელ პირველ ხორგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7100 მეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 75 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივლისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები