მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის ფაქტებს არ გამორიცხავს – “დამნაშავე დაისჯება”

“სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ, დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება”, – ასე გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი,  მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მეუფე არ გამორიცხავს, რომ პანსიონში ძალადობის ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი.

“თუ რამე დარღვევა იყო, აუცილებლად ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ, დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება.

ერთი არის, რომ დარღვევაა და შეიძლება ძალიან ცუდად იქცეოდეს ადამიანი, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, უბრალოდ გრანტებზე მონადირეები,” – განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები