როგორია გასული 24 საათის კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა, აჭარაში – 39, იმერეთში – 59, ქვემო ქართლში – 55, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 11, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 909 საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 820, აჭარაში – 305, იმერეთში – 411. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 86, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 8, იმერეთში – 13. 594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 – თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები