ვითარება გუმათში – “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ხმაურის ფონზე გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც რკინის ბარიკადებს ურტყამენ ხელებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი გაღიზიანება გუმათში რკინის კედელთან სამართალდამცველების გამოჩენამ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა, რომლებიც ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების რტყმას აგრძელებენ.


კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები