გოლეთიანი გამოძიების დაწყებაზე: წუხდებიან ხმაურით ჯებირებზე, ეს ხმაური კვლავ გაგრძელდება

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი რკინის ჯებირების დაზიანებასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ნამდვილად მოხდა ფაქტი, თუმცა რკინის ჯებირი იმისთვის არის რომ ხალხმა ხელები ურტყას და დისკომფორტი შეუქმნას მეორე მხარეს მყოფთ.

“ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელებზე, შეგიძლიათ ნახოთ, ქვას არ ურტყამდა არავინ. პირდაპირ აისახება ეს იმ ადამიანების ხელებზე. მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა ეს ხელების ბრახუნი კედლებზე და მართლა მიადგათ ადამიანებს დაზიანებები ხელებზე. რკინის ჯებირი ზოგადად იმისთვის არსებობს, რომ ასეთ რაღაცებს გაუძლოს და მისი ფუნქციაც ეს არის ხო? როცა ადამიანი ხელს ურტყამს ფიზიკურად ვერ დააზიანებს ვერანაირად. იქით ხმაური აწუხებთ და ეს არის ამის საფუძველი. წუხდებიან ხმაურით და ეს ხმაური აუცილებლად გაგრძელდება ამ ჯებირზე. ამიტომ მოიგონეს ეს აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება რომ თითქოს დაზიანდა რკინის ჯებირი და ეხლა ორი კაცის იდენტიფიცირებას მოახდენენ, სავარაუდოდ, რომლებმაც ხელის დარტყმით გადაღუნეს 5მმ-იანი რკინის ლითონი და თუ დააკავებენ ამით დაგვაშინებენ დანარჩენებს, რომ აღარ შეწუხდნენ ხმაურით”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათში აღმართული რკინის ბარიერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები