მამა-შვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია – სულხან ორჟონია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მამა-შვილს ამ ეტაპზე, შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება.

“კლინიკაში შემოყვანილ იქნა მამა-შვილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ- ნაგლეჯი ჭრილობა.
ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, უგრძელდებათ კვლევები და შესაბამისი მკურნალობა”,- განაცხადა სულხან ორჟონიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ოკუპირებული გალიდან დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა, მამა კი მას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა. არსებული ინფორმაციით, ისინი პოლიციას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც მათი მისამართით განხორციელდა გასროლა.

შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია 5 სამართალდამცველი ისინი მკურნალობას ქუთაისში გადიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები