“ქართული ოცნება” უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო – უსამართლო და გასაკვირია – ვლადიმერ ბოჟაძე
“ქართული ოცნება” უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო – უსამართლო და გასაკვირია – ვლადიმერ ბოჟაძე
მინდა გამოვეხმაურო ამერიკის საელჩოს გუშინდელ განცხადებას. უცნაური და ძალიან გასაკვირია მსგავსი შინაარსის საყვედური მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც პარტნიოტებმა ელემენტალურად ისიც კი ვერ უზრუნველყვეს, რომ ოპოზიციას შეესრულებინა მთავარი პირობა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ისინი უნდა ჩართულიყვნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში- ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით. მმართველი პარტია ყველა კომპრომისზე უპირობოდ წავიდა.
“ქართული ოცნება” უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანომპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო – უსამართლო და გასაკვირია. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ხელმომწერი სუბიექტები იღებენ პასუხისმგებლობას რომ მონაწილეობას მიიღებენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში. დოკუმენტი არ ავალდებულებს ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაასწრონ სხდომებს, ეს მათი პოლიტიკური კულტურის და პარტნიორებთან პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იყოს”,- აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.