გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინა

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში”,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლების სანიორესა და მატანის, ასევე ქალაქ ახმეტის მიმდებარედ უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და მათი ნაწილი უკანონოდ გადაამუშავეს.

“ჯამში ამოღებულია 28 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, 2026 წლის 3 თვეში, მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 136 ფაქტია გამოვლენილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები