ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში დაპირისპირება იყო

ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ.

მამა ათინოგენეს განცხადებით, მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირიპირების მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ერის კაცი ამბიონიდან „ლოცვის დროს ადამიანებს ასწავლის ჭკუას“ , რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„მიზეზი არის ერთი – ადამიანები, რომლებიც ეკლესიის წიაღში ცუდად აფათურებენ ხელს, უნდათ ხალხის ერთამენთთან დაპირისპირება და ეს ყველაფერი ამ პარტიული ნიშნით გადაიტანონ და დაამახინჯონ ყოველივე ის სახე, რაც ეკლესიის წიაღში სიწმინიდს აღსრულება უნდა იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება.

ჩვენ ვსაუბრობდით შეკრების თემაზე და ამ დროს დავინახეთ, რომ ტაძარში ვიღაც ერის კაცი ასულია ამბიონზე და ადამინაებს ლოცვის დროს ასწავლის ჭკუას და ქადაგებს, რაც არ მივიღეთ და ამას მოყვა დაპირისპირება“ , – განაცხადა მამა ათინოგენემ.

ამ დროისთვის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სიმშვიდეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები