ქუთაისს ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეწვია

ქუთაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი. ელჩს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ უმასპინძლეს. ამის შესახებ “კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობეზე, ქუთაისისა და ნიუპორტის მრავალწლიან მეგობრობასა და მომავლის გეგმებზე.

„დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი გვესტუმრა. ვისაუბრეთ ინგლისის ქალაქ ნიუპორტისა და ქუთაისის მეგობრობის შესახებ. განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ელჩი ასევე დაინტერესდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით. ბრიტანელი დიპლომატი მზადყოფნას გამოთქვამს ჩვენი ქალაქის, ასევე რეგიონის მუზეუმებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია, თუმცა ის ქუთაისს მანამდეც სტუმრობდა ოჯახთან ერთად.” – განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები