მარტვილში დასუფთავების აქცია გაიმართა

22 აპრილი დედამიწის დღეა.ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ -ს ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა. ამის შესახებ “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ჩაერთვნენ. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა ნაგავსაყრელზე გაიტანა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები